აპლიკაცია აერთიანებს სხვადასხვა ტაქსომოტორულ სერვისს და ყოველ მათგანში აჩვენებს მგზავრობის ზუსტ ღირებულებას. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ფასები და აირჩიოთ მათგან ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზება ან შექმნათ შეკვეთა ერთიანი ტარიფით, რომ გაემგზავროთ უახლოეს თავისუფალ მძღოლთან ერთად.
ფასები ფიქსირებულია და წინასწარ არის ცნობილი. შეკვეთის შექმნას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. სურვილებში შეკვეთაზე შეგიძლიათ მიუთითოთ ბარგის, ბავშვებთან ერთად მგზავრობის და ცხოველების გადაყვანის შესახებ, სთხოვოთ მძღოლს დახმარება საბურავის შეცვლაში, ავტომობილის ბუქსირებაში ან ძრავის ამუშავებაში. ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ მგზავრობის ღირებულება და ამით დააჩქაროთ ტაქსის მოწოდება, მიმართოთ მძღოლს თხოვნით მოამზადოს ფული ხურდის დასაბრუნებლად იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მსხვილი კუპიურა გაქვთ.
მუდმივად ხდება შეკვეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის განახლება, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი მოქმედებების დაგეგმვას. აპლიკაციაში აისახება მძღოლის სახელი, ავტომობილის მარკა, ნომერი და ადგილმდებარეობა რუკაზე, ასევე ავტომობილის მოსვლამდე დარჩენილი დრო. საჭიროების შემთხვევაში მძღოლთან დაკავშირებლად შეგიძლიათ დაურეკოთ ან მიწეროთ მას ჩათში.
ყოველ შეკვეთასთან ერთად აპლიკაცია ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს: კარნახის სახით აჩვენებს წინა მგზავრობების მისამართებს, იმახსოვრებს ბოლო არჩეულ ტარიფს და გადახდის მეთოდს. ასე დაგეზოგებათ დრო, რომელიც ძალიან ძვირფასია. თქვენი მხრიდან მგზვრობების შეფასება გვეხმარება მომსახურების ხარისხისა და სერვისის მუშაობის გაუმჯობესებაში.